უცხოური ენების კათედრა

უცხოური ენების ცოდნა ახალგაზრდებს სამომავლოდ გზას გაუკაფავს პროფესიულ საქმიანობაში, რითიც ისინი კონკურენტუნარიანები იქნებიან არა მხოლოდ საქართველოში არამედ მის ფარგლებს გარეთ.

უცხო ენების კათედრის თანამშრომლები მუდმივად გადიან ტრენინგებს, მონაწილეობენ კონფერენციებში, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგერეთ, მათი საქმიანობა მუდმივად იყო და არის მიმართული სასწავლო პროცესის დახვეწისკენ."
ნინო კვარაცხელია
რუსული ენის პედაგოგი

თავისუფალი სკოლისათვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებს შევუქმნათ მრავალენოვანი გარემო. ძირითადი უცხო ენა არის ინგლისური, ასევე ჩვენთან ისწავლება რუსული და ჩინური ენები. ინტერდისციპლინური და პრაქტიკული კურსები, როგორიცაა: აკადემიური წერა, IELTS მომზადება, ტესტირება და სხვა, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს, მაღალ დონეზე ისწავლონ ყველაზე მნიშვნელოვანი ენობრივი ასპექტები. სხვადასხვა წრე – „ბრიტანული და ამერიკული ხელოვნება”, “შემოქმედებითი წერა”, “Storytelling”, “პოეტური კაფე” – საინტერესო იქნება მოსწავლეთა ფართო წრისთვის. ძირითადი და არააკადემიური ენის პროგრამები საშუალებას იძლევა, მოსწავლეები წარმატებით ჩაერთონ ყველა ოლიმპიადასა და კონკურსში. ასევე, მიიღონ მაღალი ქულა სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდაზე, როგორიცაა: IELTS, TOEFL, HSK ტესტი .

ინგლისური ენა

CELTA – Certificate in Teaching English to Speakers of Other Languages სერტიფიკატის მქონე პედაგოგები.

ჩინური ენა

HSK -6 – ჩინური ენის დონის საერთაშორისო სერთიფიკატის მქონე პედაგოგი

რუსული ენა

TORFL-IV / C2 – Test of Russian as a Foreign Language რუსული ენის დონის საერთაშორისო სერთიფიკატის მქონე პედაგოგი

ჩვენი პროგრამები

A1

A2

B1

B2

C1

C2