ბავშვის ჩარიცხვა შესაძლებელია მთელი წლის მანძილზე. ჩვენი მიღებისა და ჩარიცხვის სამსახური მუდმივ მზადყოფაშია, დაეხმაროს მშობელსა და ოჯახებს ჩარიცხვის პროცედურების მშვიდად სასიამოვნოდ წარმართვაში

არა, მაგრამ, გთხოვთ, რაც შეიძლება მალე დაგვიკავშირდეთ დეტალური ინფორმაციის მისაღებად.

ჩვენი სკოლის ნებისმიერ პროგრამაში კლასში არის 18-მდე მოსწავლე.

მასწავლებლები დილაობით საგაკვეთილო პროცესისთვის მზადებით არიან დაკავებულნი და ამ დროს მხოლოდ ტექსტურ შეტყობინებას თუ გაეცნობიან. მათთან საუბარი გაცილებით უფრო მოსახერხებელია დღის ბოლოს, როდესაც გაკვეთილები დასრულებულია. ისინი მზად არიან, დანიშნონ თქვენთან შეხვედრა, თუკი ხანგრძლივი საუბარი გსურთ. მშობლებსა და მეურვეებთან შეხვედრა შესაძლებელია მშობელთა კრებების დღეებშიც.

ტრანსპორტირება და კვება არ შედის გადასახადში.

დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების სახით გთავაზობთ ცეკვის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, უცხოური ენების, ჭადრაკის, რობოტიკისა და პროგრამირების, აგრეთვე სპორტის სხვადასხვა სახეობების კლუბებს. კლუბის ფუნქციონირება შესაძლებელია მინიმუმ ხუთი მსურველის შემთხვევაში. კლუბში გაწევრიანება შეუძლია სასკოლო ასაკის ყველა მსურველს.

სასწავლო წლის დასაწყისში მშობელი ავსებს სკოლის მიერ შემოთავაზებულ სარეგისტრაციო განაცხადს.

თავისუფალი სკოლის სასწავლო პროგრამაში შედის:

სასწავლო პროგრამა, მოსწავლეებისათვის ინტელექტუალური ზრდის ხელშეწყობა, ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობა, ფსიქოლოგის მუშაობა, გახანგრძლივებული სწავლება, ხელშეწყობა სწავლაში, საჭიროების მიხედვით მოსწავლეთა დახმარება  (ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნა), კონსულტაციები უნივერსიტეტებისა თუ კოლეჯების არჩევისას, კვება სკოლაში (დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის მე-4 კლასის ჩათვლით).
ზოგიერთ ექსკურსიაზე წასვლის საფასურს იხდის მშობელი. არსებობს გადასახადები გარკვეულ არჩევით კლასგარეშე აქტივობებზე.

სამუშაო საათები ორშაბათი- პარასკევი:9:00-18:00 სთ (ზარების მიღება 18:30 -მდე)

სამშაბათი – ხუთშაბათი 12:00-17:00, წინასწარი ჩაწერით.

ზოგადად, სწავლის გადასახადის ჩარიცხვა სამ ეტაპად მიმდინარეობს. პირველი და მეორე ნაწილების ჩარიცხვა ხდება აკადემიური წლის დაწყებამდე, მაისში – პირველი ეტაპი და სექტემბერში – მეორე ეტაპი ; მესამე ნაწილის ჩარიცხვა კი – მეორე სემესტრის დაწყებამდე, დეკემბერში.

სკოლაში ფორმა არ გვაქვს.

გთხოვთ, მოსწავლე დროულად მოიყვანოთ სკოლაში. სკოლაში დაგვიანებით მოსვლა ნიშნავს იმას, რომ მან გაკვეთილზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია უკვე გამოტოვა. ასევე, დაგვიანებამ, შესაძლოა, უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდოს თქვენი შვილი და ხელი შეუშალოს საგაკვეთილო პროცესს. გთხოვთ, დაესწროთ მშობელთა კრებებს და სკოლის მნიშვნელოვან ღონისძიებებს; დაგვეხმაროთ საქველმოქმედო ფონდების მოძიებაში; შემოგვთავაზოთ სასკოლო ექსკურსიებზე წასვლა; დაგვიკავშირდეთ, თუკი ბავშვს სკოლის გაცდენა უწევს; გაეცნოთ ყველა წერილს, რომელიც ბავშვს სკოლიდან შინ მოაქვს; დაეხმაროთ თქვენს შვილს საშინაო დავალების მომზადებაში; შეაქოთ ბავშვები და წაახალისოთ ისინი.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე ან ელ-ფოსტაზე

ტელ: +995 579 041010

ელ-ფოსტა: info@freeschool.edu.ge