მემორანდუმი “ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოსთან“

2022 წლის 19 მაისს ა(ა)იპ“ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოსა და შპს „თავისუფალ სკოლას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეებისათვის ბიზნესის უნარ-ჩვევების ,ფინანსური წიგნიერების განვითარებას, სხვადასხვა პროგრამების ერთობლივად განხორციელებას.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ა(ა)იპ“ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, პროფესორმა ეკა გეგეშიძემ და შპს თავისუფალი სკოლის დირექტორმა,პროფესორმა ავთანდილ კიკნაძემ.
აღსანიშნავია,რომ ა(ა)იპ“ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ და შპს თავისუფალი სკოლა 6 წელია ნაყოფიერად თანამშრომლობენ და რამოდენიმე საინტერესო პროექტი განახორციელეს თავისუფალ სკოლაში.

მემორანდუმი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

2022 წლის 28 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს „თავისუფალ სკოლას“ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებში არსებული პედაგოგიური პრაქტიკის განხორციელებაში ურთიერთთანამშრომლობას. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და შპს თავისუფალი სკოლის დირექტორმა,პროფესორმა ავთანდილ კიკნაძემ

თავისუფალმა სკოლამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ლონდონის Golders Green College-თან. მემორანდუმს ხელი მოაწერეს: თავისუფალი სკოლის დამფუძნებელმა,პროფესორმა ავთანდილ კიკნაძემ და ლონდონის Golders Green College-ის გენერალურმა დირექტორმა,დოქტორმა დევიდ სიმონსმა (David Simons) მემორანდუმის ფარგლებში თავისუფალი სკოლის ბაზაზე გათვალისწინებულია ზაფხულისა და ზამთრის ინგლისური ენის სწავლების ორკვირიანი სკოლების ორგანიზება ბავშვების და მოზარდებისთვის.ინგლისური ენის პედაგოგების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების ჩატარება,ონლაინ სასწავლო კურსების გამართვა,სხვადასხვა სახის ინგლისური ენის კურსების ორგანიზება, შესაბამისი სერთიფიკატების გაცემა,პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის.ლონდონში ინგლისური ენის შესაბამის კურსებზე მოსწავლეთა და ინგლისური ენის პედაგოგთა გაგზავნა. ერთობლივი პროექტის მენეჯმენტს განახორციელებს ბრიტანული მხარე,სასწავლო პროცესს კი უხელმძღვანელებენ ლონდონის Golders Green College-იდან მოწვეული პროფესორ-მასწავლებლები.