იმდენად რამდენადაც ურთულეს ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, ყველა ვთანხმდებით, რომ ამ მძიმე ეპოქისთვის მომზადებული მხოლოდ ცოდნით შეიარაღებული ადამიანი შეიძლება იყოს. და იმდენად რამდენადაც ,,თავისუფალი სკოლის“ მისიაა მოამზადოს თავისი აღსაზრდელები ამ რთული ცხოვრებისთვის – ვცდილობთ მაქსიამლურად მკაფიოდ ჩაუნერგოთ მოსწავლეებს სწავლის სიყვარული და შევაიარაღოთ იმ განძით, რასაც ცოდნა ქვია. ამ მიზანს ემსახურებოდა დღეს თავისუფალ სკოლაში ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?“ ჩატარება. ღონისძიებაში შემდეგი გუნდები მონაწილეობდნენ: ,,მართვე“ (მე-6-მე-7 კლასი), ,,ალფა“ (მე-8 კლასი) და ,,ფანჩატური“ (მე-10 კლასი). აღსანიშნავია, რომ მიუხედავად თავისი ასაკისა ,,მართვეს“ წევრები მაღალკლასელებს ტოლს არ უდებდნენ. ბოლო ეპიზოდამდე მკაფიო ფავორიტი არ გამოკვეთილა და შესაბამისად თამაში დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა. ღონისძიების ბოლო ფაზამ კი გამარჯვების სასწორი იმ გუნდისკენ გადახარა, რომლის გამარჯვებასაც ბევრი ვერ წარმოიდგენდა – ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? გამარჯვებული გუნდი ,,მართვე“ გახდა. აი გამარჯვებული მოსწავლეები: ლადო ჯინჭარაძე (მე-6 კლასი), რატი კვარაცხელია (მე-6 კლასი), გიორგი მანაგაძე (მე-7 კლასი), გიორგი გამჯაშვილი (მე-7 კლასი).#ბედ იმისია ვინც ძლიერია, ძლიერი კი მარტო მცოდნე კაცია – ილია

Leave a Comment