დირექტორის მისალმება

დირექტორის მისალმება

დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი,ფსიქოლოგიის მაგისტრი.2015 წელს მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი,არის
სერტიფიცირებული პედაგოგი,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი,სახელმძღვანელოების რეცენზენტთა ჯგუფის წევრი;
2008-2019 წლებში მუშაობდა „ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის  დაწყებითი საფეხურის კოორდინატორად, იყო „ევროპული სკოლის“  დაწყებითი საფეხურის  კათედრის ხელმძღვანელი
2020 წლის ნოემბრიდან მუშაობს თავისუფალ სკოლაში.

მოგესალმებით „თავისუფალი სკოლის“ ოფიციალურ გვერდზე!

ეს გვერდი შექმნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს ჩვენი სიახლეები, დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები, ანუ შექმნილია თქვენთვის, ძვირფასო მშობლებო, მოსწავლეებო, მასწავლებლებო და „თავისუფალი სკოლის“ სტუმრებო.

 მე და ჩემი გუნდის წევრები დარწმუნებულები ვართ, რომ არ არსებობს წარუმატებელი მოსწავლე.  წინსვლა  შესაძლოა  ნებისმიერი ბავშვისთვის, მთავარია, შევუქმნათ მას შესაბამისი გარემო. ჩვენც  სწორედ საიმედო, უსაფრთხო, სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომებსა და თითოეულ მოსწავლეზე მორგებული სასწავლო პროგრამას გპირდებით.  „თავისუფალი სკოლა“ ის ადგილია,  სადაც შრომა, დასვენება, დღესასწაული  თუ  ყოველდღიურობა ერთ მთლიანობაში მოიაზრება.

ცოდნასთან ერთად, სკოლა ორიენტირებულია, მოსწავლეს ჩამოუყალიბოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც ახალგაზრდას ცხოვრების შემდგომი  ეტაპისთვის  მოამზადებს; აღზრდის და ჩამოაყალიბებს გამოკვეთილი მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე  21-ე საუკუნის  პიროვნებად, რომელიც თავის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს საზოგადოებაში.

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ჩვენი სკოლის ჩართულობა „ჯუნიორ ეჩივმენტის“ პროგრამაში. საერთაშორისო სასწავლო მიმართულება ხელს უწყობს მოქალაქის პიროვნული თავისუფლების გააზრებას; ფინანსური წიგნიერების, მეწარმეობისა და მუშაობისთვის  მზაობის უნარ – ჩვევების ჩამოყალიბებას.

2019 წელს „თავისუფალი სკოლა“ დაჯილდოვდა საერთაშორისო სერტიფიკატით „საუკეთესო სამერწამეო სკოლა 2019“.

წინ უამრავი საინტერესო აქტივობა და პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რომელთა განხორციელებას  ჩვენი მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების თანადგომით ვაპირებთ.

და ბოლოს,  გულწრფელად მინდა გისურვოთ, იპოვოთ ის სკოლა, რომელიც  თქვენი შვილებისთვის მეორე ოჯახი იქნება.

დაე, ყველა მოსწავლეს ჰქონდეს იმისი შესაძლებლობა, რომ    ღირსეულ  მასწავლებლებსა და თანატოლებთან  ურთიერთობით  მშობლიური სკოლის კედლებში ცხოვრების ყველაზე ბედნიერი, ნაყოფიერი და შთამბეჭდავი წლები გაატაროს.

მარინა ბეჟაშვილი

„თავისუფალი სკოლის“ დირექტორი