7 თებერვალს თავისუფალ სკოლაში ჩატარდა აშშ-ის დღე, რომელიც თავისთავად მიეძღვნა ამერიკის ისტორიასა და კულტურას. პროექტში მონაწილეობა მიიღეს თავისუფალი სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა, ასევე მოწვეულმა სტუმრებმა – ბრიტანელმა და ამერიკელმა პედაგოგებმა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო და სახალისო პრეზენტაციები ამერიკის ისტორიის, ეკონომიკის, ტრადიციებისა და კულტურის შესახებ. პროექტი გაფორმებული იყო სახასიათო მუსიკითა და კოსტიუმებით.
ღონისძიება მეგობრული და მხიარულ გარემოში წარიმართა.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეთა მოტივაციისა და ინტერესის გაზრდა ამერიკული და ბრიტანული კულტურის მიმართ, შემოქმედებითი უნარების განვითარება და ასევე მათი აქტიული ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში.