,,მერე რა რომ სველია, სველი იასამანი“


,,თავისუფალი სკოლა“ აგრძელებს მოსწავლეების ღირსეულ და თავისუფალ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე ზრუნვას. იყო თავისუფალი ნიშნავს არა იმას, რომ განთავისუფლდე მორალისგან, არამედ შეგეძლოს ზოგადსაკაცობრიო მანკიერებებზე უარის თქმა. თანამედროვე საზოგადოებაში ახალგაზრდების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ნარკოტიკთან ბრძოლა. მიგვაჩნია, რომ ადამიანმა ადრეული ასაკიდან უნდა აღიქვას თუ რაოდენ დამღუპველია ნებისმიერი სახის ნარკოტიკი პიროვნების ფსიქიკისა და კარიერისათვის. სწორედ ამ მოტივს ემსახურებოდა ,,თავისუფალი სკოლის“ მოსწავლეების ვიზიტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრში, სადაც გაიმართა ლაშა თაბუკაშვილის პიესის საფუძველზე შექმნილი სპექტაკლი ,,მერე რა რომ სველია, სველი იასამანი“. სპექტაკლი ნათლად ასახავს იმ საშინელ მდგომარეობას, სადამდეც შეიძლება დაეცეს ნარკოდამოკიდებული ადამიანი. მოსწავლეებისათვის კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გახდა თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ნარკოტიკსა და გადაჭარბებულ ალკოჰოლს. პატარებმა გააანალიზეს თუ როგორ შეიძლება დაკარგოს ადამიანმა შეყვარებული, სიმდიდრე და მთლიანად ცხოვრება ამ სისაზიზღრეზე დამოკიდებულების გამო. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლში ,,თავისუფალი სკოლის“ ხელოვნების პედაგოგი თამარ ფიროსმანაშვილი მონაწილეობდა, რაც კიდევ უფრო სასიამოვნო და სენსიტიური აღმოჩნდა პატარებისათვის.