Posted on February 8, 2020 Freeschool No Comments ცოტა ხნის წინ თავისუფალი სკოლიდან სანტა კლაუსის სამშობლო ლაპლანდიას ვესტუმრეთ. სანტას ჩვენი მოსწავლეების შესახებ ვესაუბრეთ, ვუამბეთ მათი წარჩინებისა და წარმატებების შესახებ და მოვიწვიეთ სტუმრად. მან პირობა შეასრულა და დღეს საახალწლო ზეიმზე გვესტუმრა. ტრადიციულად, ბუხრიდან ჩამოვიდა. ნახა, სპექტაკლში მონაწილე III კლასის მოსწავლე ლაზარე მის როლს რა კარგად ასრულებდა. ისე აღფრთოვანდა, რომ გადაწყვიტა, საჩუქრებიც ლაზარეს გადაეცა თანატოლებისათვის. თოვლის ბაბუს საჩუქრებმა ყველა გაახარა და გაახალისა.