დღეს ,,თავისუფალი სკოლის” მოსწავლეები ეროვნულ არქივს ესტუმრნენ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მე-20 საუკუნის დასაწყისში მაშინდელი რუსეთის იმპერიის სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული უნიკალური დოკუმენტები???? და გაეცნენ იმ პერიოდის მეფის რუსეთის სახელმწიფო სტუქტურების აგენტების მიერ შეგროვებულ საოცარ მასალებს მაშინდელ ქართველ საზოგადო მოღვაწეებზე, მწერლებზე, სასულიერო პირებსა თუ რევოლუციონერებზე…????️ აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო გასული საუკუნის დასაწყისში ირანში რევოლუციურ მოძრაობაში ჩართული პირების საქმიანობის ამსახველი მასალებიც, რამაც ჩვენი სკოლის ირანელ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია

Leave a Comment