მხიარული სტარტები ,,თავისუფალ სკოლაში”

,,თავისუფალი სკოლა” ზრუნავს მოსწავლეების არა მარტო გონებრივ,  არამედ ფიზიკურ  განვითარებასა და წახალისებაზე. სწორედ ამიტომ სკოლაში სპორტული აქტივობა ,,მხიარული სტარტები” ჩატარდა. აქტივობა დატვირთული იყო ერთი მხრივ ფიზიკური, მეორე მხრივ კი ინტელექტუალური თემატიკით. მონაწილეებს მოეთხოვებოდათ სხვადასხვა სიძნელის გადალახვა, მაგრამ თითოეული სიძნელის დაძლევას მოსწავლეები ახერხებდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სწორად გასცემდნენ პასუხს ამა თუ იმ სასწავლო დისციპლინიდან. ,,მხიარულმა სტარტებმა” გაამართლა თავისი სახელი და მოსწავლეებში დიდი მხიარულება და ემოციები გამოიწვია.

Leave a Comment