,,თავისუფალი სკოლის” ეკო-კლუბმა პირველი აქტივობა განახორციელა. ჩვენი ქვეყნის ბუნებაზე ზრუნვას ვიწყებთ საკუთარი სახლიდან – ამ მოტივით კლუბის წევრებმა სკოლის სივრცის გალამაზება გადაწყვიტეს: ბავშვებმა ბუნებისმეტყველების პედაგოგ ლალი სონღულაშვილთან ერთად სკოლის ეზოში ყვავილები დარგეს.