ბიზნესის უნარ-ჩვევების პროექტი თავისუფალ სკოლაში!
დასრულდა თავისუფალი სკოლისა და ,,ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს” ბიზნესის უნარ-ჩვევების ერთობლივი პროექტის პროგრამის „ჩვენი საზოგადოების“ ტრენინგ-გაკვეთილები, პროგრამის მე-6 დღეს მონაწილეებს ჩაუტარდათ საინტერესო და შემეცნებითი ხასითის გასვლითი ტრენინგი. ტრენინგში მონაწილე მოსწავლეები სტუმრად ეწვივნენ ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე Wendy’s Georgia-ს.მოსწავლეები გაეცნენ Wendy’s პროდუქციის დამზადების ტექნოლოგიას, ასევე ინტერესით დაათვალიერეს წარმოება.
ადმინისტრაციის წარმომადგენლები სიხარულითა და სითბოთი შეხვდნენ სტუმრებს, გაანებივრეს სურპრიზებით, აგრეთვე მოსწავლეებმა დააგემოვნეს „Wendy’s“ საწარმოში დამზადებული უგემრიელესი პროდუქცია, რომელიც მოსწავლეებმა თავიანთი პატარა ხელებით მოამზადეს.