სკოლის ინფრასტრუქტურა

წინასაახალწლო ზეიმი

ჩინეთის დღე თავისუფალ სკოლაში

24 დეკემბერს, თავისუფალმა სკოლამ პარტნიორ – ღია უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტთან ერთად გამართა ჩინეთის დღე. ღონისძიება მიეძღვნა ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას. ტრადიციული ჩინური მედიცინისა და ჩინური ჩაის ცერემონიალთან ერთად მრავალი საინტერესო აქტივობები და სახალისო თამაშები ჩატარდა. შესრულდა ჩინური სიმღერები და ცეკვები. გათამაშდა მრავალი პრიზი, რამაც ბავშვებში დიდი სიხარული გამოიწვია.  ღონისძიებაში კონფუცის ინსტიტუტის დირექტორი ქ-ნი ლუ იუჯინგი,ინსტიტუტის ჩინელი პედაგოგები, და ჩინეთით დაინტერესებული სტუდენტები მონაწილეობდნენ.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ჩინეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ყველა ორგანიზატორს და მონაწილეს.

თავისუფალმა სკოლამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

16 ოქტომბერს ფინეთში, ქალაქ ჰელსინკში, ევროპის კომისიის თანამდებობის პირმა ბ-მა Joao Santos -მა და ჯუნიორ ეჩივმენტ ევროპის ხელმძღვანელმა ქ-ნმა Caroline Jenner-მა შპს თავისუფალი სკოლა დააჯილდოვეს როგორც “საუკეთესო სამეწარმეო სკოლა 2019.”
მიღწეულ გამარჯვებაში დიდია წვლილი ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, ქალბატონი ეკა გეგეშიძის. ასევე, ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს ექსპერტის, ელენე რთველაძისა და განსაკუთრებით კი ჩვენი ტრენერის, ინგა ხარჩილავასი. თავისუფალი სკოლა უდიდეს მადლობას უხდის მათ გაწეული შრომის, მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.

ჰელოუინი თავისუფალ სკოლაში

დღეს თავისუფალ სკოლაში ბავშვების თხოვნით ჰელოუინი გაიმართა. რამდენიმე დღიანი მზადების შემდეგ, ჩვენმა მოსწავლეებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს, ულამაზესი დეკორაცია შექმნეს და ფეიერვერკივით ფერადი და ნათელი შოუც მოაწყვეს! საკუთარი ხელით მოამზადეს უგემრიელესი ალაფუშეტიც, რომელიც ერთერთ საშიშ და მისტიურ დეკორს წარმოადგენდა საერთო ფონზე. ბოლოს, რა თქმა უნდა ქართულმა ტრადიციამ იმარჯვა და შოუ დიდ მხიარულებაში, გართობასა და ცეკვა-სიმღერაში გადაიზარდა:

ჩინელი ბიზნესმენი თავისუფალ სკოლაში

12 ივნისს, თავისუფალ სკოლას სტუმრად ეწვია ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის „UBTECH ROBOTICS CORP LTD“-ს ბიზნესის განვითარების მენეჯერი ბ-ნ Jianying Hao. აღნიშნული კომპანია რობოტების უმსხვილესი მწარმოებელია ჩინეთში და მრავალ ქვეყანაში აქვს ფილიალები.
სტუმარი დაესწრო თავისუფალი სკოლის კომპიუტერული კლასის გაკვეთილს,რომელიც ჩვენი პროექტის „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში ჩაატარა მეცხრე კლასის მოსწავლემ დავით შინჯიაშვილმა.მოსწავლეებს სტუმარმა ინფორმაცია გააცნო თანამედროვე რობოტების შესახებ და ინტერნეტის მეშვეობით დაათვალიერებინა მათ კომპანიაში წარმოებული რობოტები.სტუმარმა ასევე, ყურადღება გაამახვილა რობოტექნიკის სწავლების აუცილებლობაზე ადრეული ასაკიდან და დახმარება აღუთქვა თავისუფალ სკოლას ერთობლივი პროექტის განხორციელებაში.იგეგმება მასწავლებელთა მომზადების ტრენინგების ჩატარება სკოლის ბაზაზე და სკოლის ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა. ასევე,კომპიუტერული სწავლებისა და რობოტექნიკის ერთობლივი ცენტრის გახსნა ჩინელი სპეციალისტების მონაწილეობით

ცნობილი ტელესახე თავისუფალ სკოლაში

 უშუალო, გულწრფელი და მეგობრული იყო თავისუფალი სკოლის მოსწავლეთა და იუმორისტული ტოქშოუს “ვანოს შოუს” ტელეწამყვან, შოუმენ ვანო ჯავახიშვილის შეხვედრა. თავისუფალი სკოლის პროექტის ,,ასი შეკითხვა სტუმარს” ფარგლებში.მოსწავლეებს ასი შეკითხვა უნდა დაესვათ სტუმრისათვის.
პატარებმა ბევრი საინტერესო  და  სახალისო კითხვა დაუსვეს სტუმარს, რომელიც გულახდილად პასუხობდა მათ და შეჰპირდა, რომ კვლავ ესტუმრებოდა სკოლას შემდეგ სასწავლო წელს და დარჩენილ კითხვებსაც გასცემდა პასუხებს  შეხვედრა ორმხრივად ნაყოფიერი და სახალისო იყო. ბ-ნი ვანო ჩვენი სკოლის პატარებს დაჰპირდა,რომ მომავალ სასწავლო წელს მათ მიიწვევდა თავის გადაცემაში.თავისუფალი სკოლა მადლობას უხდის ვანო ჯავახიშვილს პროექტში მონაწილეობისთვის

თავისუფალმა სკოლამ გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

10 ივნისს, თავისუფალი სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ გამწვანების აქციაში, რომელიც მესამე წელია ტარდება ნერგების ფესტივალის ფარგლებში. გამწვანების აქცია გაიმართა გლდანში პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქციაში მონაწილეობდნენ საქართველოში დარეგისტრირებული ჩინური კომპანიები და ჩვენი სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც რამოდენიმე ძირი მარადმწვანე ხე დარგეს და მათ თავისუფალი სკოლის ამსახველი წარწერებიც გაუკეთეს.
აქციაში მონაწილეობდა საქართველოში ჩინეთის ელჩი, მისი აღმატებულება, ბ-ნი ძი იენჩი, რომელმაც სამახსოვრო სურათები გადაიღო თავისუფალი სკოლის მოსწავლეებთნ.და შეაქო მათი აქტიურობა
აქციის დასასრულს თავისუფალი სკოლა და მოსწავლეები სერთიფიკატებით დააჯილდოვდნენ გამწვანების აქციაში აქტიური მონაწილეობისათვის.

ბიზნესის უნარ-ჩვევების პროექტი თავისუფალ სკოლაში! 

თეორიული ცოდნის პრაქტიკულ ცხოვრებაში ხილვის მიზნით თავისუფალი სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ მცხეთა – მთიანეთის რეგიონში არსებულ  ნატახტრის საწარმოს,რომლის პროდუქციის ექსპორტი უკვე მსოფლიოს 19 ქვეყანაში ხორციელდება. მოსწავლეებმა დაათვალიერეს თუ როგორ მზადდება და ისხმება ლიმონათი, გაეცნენ პროდუქტის შემადგენლობაში შემავალ ინდეგრიედენტებს, დაუსვეს კითხვები ტექნოლოგს, ბოლოს ნატახტარის უგემრიელესი ლიმონათიც დააგემოვნეს. ვიზიტი სასიამოვნო და პოზიტიური იყო.დიდი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორს,სკოლის გეოგრაფიის პედაგოგს ქ-ნ ხათუნა ზარიძეს.

დასრულდა თავისუფალი სკოლისა და ,,ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს” ბიზნესის უნარ-ჩვევების ერთობლივი პროექტის პროგრამის „ჩვენი საზოგადოების“ ტრენინგ-გაკვეთილები, პროგრამის მე-6 დღეს მონაწილეებს ჩაუტარდათ საინტერესო და შემეცნებითი ხასითის გასვლითი ტრენინგი. ტრენინგში მონაწილე მოსწავლეები სტუმრად ეწვივნენ ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე Wendy’s Georgia-ს.მოსწავლეები გაეცნენ Wendy’s პროდუქციის დამზადების ტექნოლოგიას,  ასევე ინტერესით დაათვალიერეს წარმოება.
ადმინისტრაციის წარმომადგენლები სიხარულითა და სითბოთი შეხვდნენ სტუმრებს, გაანებივრეს სურპრიზებით, აგრეთვე მოსწავლეებმა დააგემოვნეს „Wendy’s“ საწარმოში დამზადებული უგემრიელესი პროდუქცია, რომელიც მოსწავლეებმა თავიანთი პატარა ხელებით მოამზადეს.