24 დეკემბერს, თავისუფალმა სკოლამ პარტნიორ — ღია უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტთან ერთად გამართა ჩინეთის დღე. ღონისძიება მიეძღვნა ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას. ტრადიციული ჩინური მედიცინისა და ჩინური ჩაის ცერემონიალთან ერთად მრავალი საინტერესო აქტივობები და სახალისო თამაშები ჩატარდა. შესრულდა ჩინური სიმღერები და ცეკვები. გათამაშდა მრავალი პრიზი, რამაც ბავშვებში დიდი სიხარული გამოიწვია. ღონისძიებაში კონფუცის ინსტიტუტის დირექტორი ქ-ნი ლუ იუჯინგი,ინსტიტუტის ჩინელი პედაგოგები, და ჩინეთით დაინტერესებული სტუდენტები მონაწილეობდნენ.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ჩინეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ყველა ორგანიზატორს და მონაწილეს.