სკოლის კონცეფცია აგებულია სრულიად ინოვაციურ მეთოდოლოგიაზე და ეყრდნობა მსოფლიოში აღიარებულ გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ს, ფინეთის და სინგაპურის ფიზიკურ-მათემატიკურ და ჰუმანიტარული სკოლების გამოცდილებას, მორგებულია ქართულ რეალობას და ორიენტირებულია ინდივიდუალურ მიდგომებზე, თითოეული მოზარდის საჭიროებებზე.

unnamed (3)
 
 

რატომ თავისუფალი სკოლა?

სწავლების მოდელი

სკოლის კონცეფცია აგებულია სრულიად ინოვაციურ მეთოდოლოგიაზე და ეყრდნობა მსოფლიოში აღიარებულ გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ს, ფინეთის და სინგაპურის ფიზიკურ-მათემატიკურ და ჰუმანიტარული სკოლების გამოცდილებას

სწავლის გაგრძელება საქართველოსა და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში

ჩვენ ვამზადებთ მომავალი ცხოვრებისათვის და არა გამოცდებისათვის. საგნების სიღრმისეული, კომპლექსური შესწავლა და ასევე ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარება საშუალებას გვაძლევს აღვზარდოთ დამოუკიდებელი, განათლებული და თავისუფლად მოაზროვნე პიროვნება

ნამდვილი პროფესიონალების გუნდი

პედაგოგიური გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, სერთიფიცირებული სპეციალისტებით, რომლებიც მუდმივად ნერგავენ თანამედროვე და ინოვაციურ სწავლების მეთოდებს

თანამედროვე ინფრასტრუქტურა

სკოლის შენობა არის დიდი, ღია და ნათელი, ასევე მოიცავს მრავალფეროვან საგანმანათლებლო სივრცეებს, სადაც ყველას შეუძლია მოძებნოს მოსახერხებელი ადგილი სამუშაოსა და დასვენებისთვის.

ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარება

ჩვენი სკოლა ბავშვებს აძლევს არა მხოლოდ მაღალი დონის განათლებას, არამედ ხელს უწყობს რეალური უნარების განვითარებას, დამოუკიდებელი მუშაობის, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების გამომუშავებას, რომლებიც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგებათ

ენების შესწავლა უცხოელ პედაგოგებთან ერთად

ინგლისური, გერმანული, რუსული და ჩინური ენების სიღრმისეული სწავლება უცხოელ პედაგოგებთან ერთად

მდიდარი და სახალისო კლასგარეშე ცხოვრება

ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ, როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებას. იმისათვის, რომ აღმოვაჩინოთ ბავშვში ნიჭი, სკოლაში თითოეულ მოსწავლეს აქვს თავისი დახელოვნების არტ-სახელოსნო

აირჩიე სკოლაში არსებული მრავალფეროვანი კლუბებიდან შენთვის საინტერესო