მათემატიკა

რა არის თავისებურებანი მათემატიკის სწავლების დროს თავისუფალ სკოლაში?

 მასწავლებლისა და  მოსწავლეების მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში, მოსწავლეები თავად აღმოაჩენენ მეთოდებს, ფაქტებსა და მტკიცებულებებს, ამ დროს მასწავლებელი დამკვირვებლის როლშია. ხშირ შემთხვევაში ტარდება ინტეგრირებული გაკვეთილები ფიზიკასთან, ბიოლოგიასთან, ეკონომიკასთან, პროგრამირებასთან.

კომპიუტერული ტექნოლოგიები

კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილები მიზნად ისახავს IT- ტექნოლოგიების პრაქტიკულ გამოყენებას ცხოვრებაში და მეცნიერების იმ სფეროებში, რომლებიც მოსწავლეებს შეასწავლის სიღრმისეულად სხვადასხვა მეცნიერებას. ჩვენ თანავმშრომლობთ წამყვან საერთაშორისო და ქართულ უნივერსიტეტებთან და IT კომპანიებთან – მათი სპეციალისტები მონაწილეობას იღებენ პროექტებში ჩვენს  მოსწავლეებთან ერთად. საგანი ძირითად მოიცავს პროგრამირების საფუძვლებს, მათ შორისაა Python, Java, C ++, ასევე რობოტიკა, ელექტრონიკა, 3D მოდელირება, პროტოტიპი და ბეჭდვა 3d- პრინტერებზე. სასწავლო პროგრამების სერიოზული დონე ხელმისაწვდომი იქნება ყველა მოსწავლესთვის, მიუხედავად იმისა, თუ რა მიმართულებით აირჩევენ სწავლის გაგრძელებას. ჩვენი მოსწავლეები სწავლობენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას და ქმნიან მობილურ აპლიკაციებს, 3D თამაშებს, ფილმებს და ანიმაციას, ციფრულ აპარატებსა და მრავალ სხვა პროდუქტს.

_DSC0198

საბუნებისმეტყველო მეცნიერება

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლა უზრუნველყოფს თანამედროვე მეცნიერების პროგრესულ სფეროებში მომავალი პროფესიების ხელმისაწვდომობას ბიოინფორმაციული ტექნოლოგიების, გენომის რედაქტირების, ნანომეტრიების, ბიოენერგიის, ფარმაკოქიმიისა და სხვა სფეროებში. 

საბუნებისმეტყველო მეცნიერება

 სამეცნიერო განათლება თავისუფალ სკოლაში არის დაფუძნებული ღრმა თეორიულ ბაზაზე, პრაქტიკული სამუშაოები, კვლევა, ექსპერიმენტი, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და საინჟინრო სფეროში პირველი “საკუთარი” აღმოჩენები, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.  

_DSC0199
_DSC0180

საბუნებისმეტყველო მეცნიერება

ბავშვები ჩართულნი არიან სამეცნიერო პროცესში, აქვთ შესაძლებლობა იხილონ, თუ რას ნიშნავს სერიოზულად ჩაერთონ მეცნიერებაში და როგორ შეიძლება ეს საქმიანობა იყოს მომხიბვლელი

საბუნებისმეტყველო მეცნიერება

ჩვენთან შექმნილია ყველა პირობა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი  გაკვეთილებისა და ლაბორატორიული სამუშაოების ჩასატარებლად.  ლაბორატორიებს აქვს  მდიდარი ვიდეოთეკა,  სხვადასხვა პროცესების ამსახველი სქემები, დიაგრამები, პლაკატები.

_DSC0203