სკოლის მისია

ზოგადი განათლების მიზნებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა, ლიბერალური და დემოკრატიული განათლების პრინციპებზე ორიენტირებული ინტელექტუალური, მაღალი ზნეობისა და სულის, ფიზიკურად ჯანმრთელი, გამოკვეთილი მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე სრულყოფილი პიროვნებების აღზრდა თავისუფალ, უსაფრთხო გარემოში.

ჩვენ შევქმენით სკოლა, სადაც ყველა ბავშვი თავს ბედნიერად გრძნობს და  სურს ისწავლოს. ჩვენ ვზრდით დამოუკიდებელ, განათლებულ და თავისუფლად მოაზროვნე პიროვნებებს

ჩვენი სკოლა ბავშვებს აძლევს არა მხოლოდ მაღალი დონის განათლებას, არამედ ხელს უწყობს რეალური უნარების განვითარებას, დამოუკიდებელი მუშაობის, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების გამომუშავებას, რომლებიც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგებათ.

თავისუფალი სკოლის ყველა მოსწავლე არის ნიჭიერი. იმისათვის, რომ აღმოვაჩინოთ ეს ნიჭი, სკოლაში თითოეულ მოსწავლეს აქვს თავისი დახელოვნების “არტ-სახელოსნო”.