ჩვენი მისია

ჩვენ შევქმენით სკოლა, სადაც ყველა ბავშვი თავს ბედნიერად გრძნობს და  სურს ისწავლოს. ჩვენ ვზრდით დამოუკიდებელ, განათლებულ და თავისუფლად მოაზროვნე პიროვნებებს

ჩვენი სკოლა ბავშვებს აძლევს არა მხოლოდ მაღალი დონის განათლებას, არამედ ხელს უწყობს რეალური უნარების განვითარებას, დამოუკიდებელი მუშაობის, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების გამომუშავებას, რომლებიც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგებათ.

თავისუფალი სკოლის ყველა მოსწავლე არის ნიჭიერი. იმისათვის, რომ აღმოვაჩინოთ ეს ნიჭი, სკოლაში თითოეულ მოსწავლეს აქვს თავისი დახელოვნების არტ-სახელოსნო.