22 სექტემბერს თავისუფალ სკოლასა და ალტეს უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სკოლას ესტუმრა ჩინეთის მხარის კონფუცის ინსტიტუტის ახლად დანიშნული დირექტორი, პროფესორი ვენგანგ ჭანგი და კონფუცის ინსტიტუტის ჩინური ენის პედაგოგი გუო იანანი.
სტუმრებმა დაათვალიერეს თავისუფალი სკოლა, შეხვდნენ სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს. დაისახა მომავალი თანამშრომლობის გეგმები. აღსანიშნავია, რომ კონფუცის ინსტიტუტის მხარდაჭერით სკოლაში მეოთხე წელია მიმდინარეობს ჩინური ენის სწავლება ჩინელი მოხალისე მასწავლებლების მონაწილეობით.
ბატონი ვენგანგ ჭანგი თავისუფალ სკოლას დაჰპირდა, რომ ეს პრაქტიკა ახალ სასწავლო წელსაც გაგრძელდება და სკოლაში ჩინელი პედაგოგები კვლავ გააგრძელებენ საქმიანობას.
შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი გამოვიდა და მაგიდის ჩოგბურთში მეგობრული თამაშით დასრულდა.